„მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით მძიმეა, მათ შორის ჩვენს კლინიკაში“ – მცხეთის „კოვიდ ცენტრის“ კლინიკური დირექტორი „მედიაცენტრ მთავარში“

„ჩვენს კლინიკაში ამჟამად, 108 პაციენტი მკურნალობს, ყველა მათგანი არის მძიმე,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“, მცხეთის „კოვიდ ცენტრის“ კლინიკურმა დირექტორმა, ლიკა მუმლაძემ განაცხადა.

მედიკოსი ქვეყანაში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას მძიმედ აფასებს, მისვე ინფორმაციით პრობლემა იქმნება მედ პერსონალთან და საწოლ ფონდთან დაკავშირებით. როგორც ლიკა მუმლაძე აღნიშნავს, მხოლოდ თანხმლები დაავადებების მქონდე პაციენტები არ არიან საყურადღებოები:

„მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით მძიმეა, მათ შორის ჩვენს კლინიკაში, ბავშვებში დაავადება მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობას, თუმცა მძიმე სიმპომატიკით გვყავს პაციენტები 24 წლის ასაკიდან ხანდაზმულობამდე, არავინ არ იფიქროს, რომ ეს ინფექცია მხოლოდ თანხმლები დაავადების მქონე პირებისთვისაა საშიში.

გვყავს პაციენტები სრულიად ჯანმრთელი ადამიანები, ვინც გაიარეს რეანიმაციული მკურნალობა, თუმცა მათი მდგომარეობა საკმაოდ რთული იყო.

მთლიანი საწოლფონდი, რაც გვაქვს მუშაობს სრული დატვირთვით, საწოლების პრობლემა იქმნება, გვყავდა დაინფიცირებული სამედიცინო პერსონალიც საშუალო რგოლიდან“, – განაცხადა ლიკა მუმლაძემ „მედიაცენტრ მთავრში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია , ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები