ბაჩალიაშვილის საქმისთვის დაკავებულ დავით ფურცხვანიძეს გირაოთი გაათავისუფლებენ

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ერთ-ერთი ეპიზოდის გამო დაკავებულ დავით ფურცხვანიძეს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენ. საუბარია მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემაზე, კერძოდ ფოტოზე, რომელიც ფურცხვანიძემ ადვოკატ მიხეილ რამიშვილს გადასცა და რომლითაც ამტკიცებდა, რომ გარდაცვლილი გოგონას ავტომანქანა შემთხვევის ადგილას არ იდგა.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გირაოზე შეთანხმების მიზეზი  დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულება გახდა. აღნიშნულის გამო, ბრალდების მხარემ ადვოკატის შუამდგომლობაზე თანხმობა განაცხადა. საუბარია საპროცესო გარიგებაზე ბრალის აღიარების სანაცვლოდ.

„დავით ფურცხვანიძემ სრულად აღიარა მის მიმართ წარდგენილი ბრალდება და ითანამშრომლა გამოძიებასთან. გარდა აღნიშნულისა, დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭიროა  სტაციონარული მკურნალობაა“ – აცხადებენ პროკურატურაში.

დავით ფურცხვანიძეს გირაოს თანხა 7 000 ლარის ოდენობით განესაზღვრა.

მსგავსი თემები