სოფელ ზარდიაანთკართან მირიან თაზიაშვილის უკანონო დაკავების ფაქტზე ამოქმედდა ცხელი ხაზი

  •  

სოფელ ზარდიაანთკართან მირიან თაზიაშვილის უკანონო დაკავების ფაქტზე დაუყოვნებლივ ამოქმედდა ცხელი ხაზი და ეცნობა ჟენევის თანათავმჯდომარეებს, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, გრძელდება ინტენსიურ მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რათა უმოკლეს ვადაში მოხდეს უკანონო პატიმრობაში მყოფი მოქალაქეების უპირობო გათავისუფლება.

„საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მიმდებარე ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ამგვარი ფაქტები კიდევ უფრო ართულებს ადგილზე არსებულ, ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას, განსაკუთრებით, როდესაც უკვე ერთ წელიწადზე მეტია, პანდემიის პირობებშიც კი, დაკეტილია ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტები, რაც ადგილობრივ მოსახლეობას უზღუდავს გადაუდებელ, მათ შორის სამედიცინო მომსახურებებზე წვდომას და გაყოფილია ოჯახები. საქართველოს სხვა შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით, ჩვენ ვაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რათა უმოკლეს ვადაში მოხდეს უუკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი მოქალაქეების უპირობო გათავისუფლება“, -განაცხადა თეა ახვლედიანმა.

მსგავსი თემები