„კოვიდ 19“-ს 4 048 ახალი შემთხვევა

  •  

საქართველოში კორონავირუსი მატულობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში 4 000 შემთხვევას გადავაბიჯეთ და 4 048 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 048 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  104 732-ს.

გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 856 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა  85 639-მდე. 

მსგავსი თემები