„ეს იქნება ძალიან ეფექტური, საქმიანი პარლამენტი“ – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევა და 2020-ის პარლამენტი მრავალპარტიული და ეფექტური იქნება. აღნიშნული განცხადება სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო უბანთან გააკეთა.

„მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, ისევე როგორც მთელ საქართველოს, რომ ეს იქნება ძალიან ეფექტური, საქმიანი პარლამენტი,  მრავალპარტიული.  ეს არის ის, რაც ქართველმა ამომრჩეველმა გადაწყვიტა და 9 პარტიას მისცა ხმა. მგონი, ყველამ პატივი უნდა ვცეთ ამომრჩეველს და მის სურვილს. ეს პარლამენტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და მისი საქმიანობა დაიწყება ძალიან მალე, რადგან ჩვენ უნდა მივიღოთ ის ბიუჯეტი, რომელიც ამ ზამთარს, გამომდინარე პანდემიის კრიზისიდან და სოციალური კრიზისიდან, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ძნელად წარმომიდგენია, რომ ეს  ბიუჯეტი იყოს ისე მიღებული, რომ ყველა არ მონაწილეობდეს. რომ ჩვენ არ ვეცადოთ, ეს იყოს ჩვენი ერთიანი გადაწყვეტილება, რომ დავძლიოთ ეს კრიზისი. ამას ვუსურვებ მე საქართველოს, ვუსურვებ ყველას“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები