თავდამსხმელი დაკავებულია

  •  

წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში სპეცოპერაცია დასრულებულია. როგორც საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე აცხადებს, ყველა მძევალი თავისუფალია და 9-ვე მათგანი არის უვნებელი, თავდამსხმელი კი დაკავებული.

“ღონისძიება წარმატებით დასრულდა, რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების და ასევე სპეციალური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყველა მძევალი უვნებლად არის გათავისუფლებული და ასევე შეიარაღებული თავდამსხმელი დაკავებულია.

ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, რაც შეეხება მოთხოვნებს, ეს ყველასთვის კარგად ცნობილია, გააჟღერა კიდეც მედიასაშუალებით,” – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

მსგავსი თემები