გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებულ არასრულწლოვნებს პატიმრობა შეეფარდათ

მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებულ არასრულწლოვნებს პატიმრობა შეეფარდათ. 

სასჯელის ვადები ამგვარად განისაზღვრა: ლაშა შერმადინი – 5 წელი და 3 თვე; გიორგი მერაბიშვილი – 5 წელი და 3 თვე; ნიკოლოზ ცუცქირიძე – 5 წელი და 3 თვე; აკაკი ქვრივიშვილი – 6 წელი და 9 თვე; ზ.ხ – 6 წელი და 9 თვე;

მსჯავრდებულების ადვოკატები გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. 

შეგახსენებთ, რომ გამოძიება არასრულწლოვნებს ჯგუფურ ძალადობას და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ედავება. 

მსგავსი თემები