„პოზიტიურია, რომ პარტიები გამოსავალს ეძებენ“ – აშშ-ის ელჩი

მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მიმდინარე დიალოგის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი და ორგანიზატორი აშშ-ის ელჩი აცხადებს რომ მხარეები გამოსავალს ეძებენ. მისივე შეფასებით,  მხარეები ცდილობენ, გამოსავალი იპოვონ.

„საკმაოდ პოზიტიური ნიშანია, რომ პოლიტიკური პარტიები კვლავ ერთად მუშაობენ და ცდილობენ, გამოსავალი იპოვონ. ძალიან  მნიშვნელოვანია, როცა ისინი თანხმდებიან, რომ ეს არ არის აშშ-ის ან ევროკავშირის გადასაწყვეტი საკითხი, ეს საქართველოს პოლიტიკური ლიდერების გადასაწყვეტია. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ კონსტრუქციული საუბრის გაგრძელებას“, – განაცხადა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები