ყველა კლინიკას, გარკვეულ შემთხვევებში კოვიდპაციენტების მოვლის ვალდებულება დაეკისრათ

ყველა სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც არ არის ჩართული „კოვიდის“ მართვაში, კოვიდპაციენტების მოვლის ვალდებულება ეკისრება.

კერძოდ, თუ მათთან დაინფიცირდება პაციენტი ან სამედიცინო პერსონალი, ასეთ პაციენტებს უნდა უმკურნალონ ადგილზე და არ უნდა მოხდეს მათი რეფერირება სხვა კოვიდსასტუმროში ან კოვიდკლინიკაში.

აღნიშნულ სიახლეს „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილება ითვალისწინებს, რომელიც უკვე ძალაშია.

დადგენილების თანახმად, ნებისმიერი კლინიკა, სადაც მკურნალობაზე მყოფ პაციენტს ან სამედიცინო პერსონალს „კოვიდ-19“ დაუდასტურდება, ვალდებულია, აღნიშნულ პაციენტებს ადგილზე უმკურნალოს იზოლირებულ გარემოში, ინფექციის კონტროლის ზომების მკაცრი დაცვის პირობებში. შესაბამისად, ასეთი პაციენტი კოვიდკლინიკაში აღარ გადამისამართდება.

მსგავსი თემები