“არავის აქვს უფლება, ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ შეგვიყვანოს ან არ შეგვიყვანოს პარლამენტში” – ირმა ინაშვილი

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა, ევროკავშირის ელჩის რეზიდენცია უკვე დატოვა. მისი განცხადებით, მათი პარტიის პოზიცია ურყევია და ისინი ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ. 

ირმა ინაშვილმა, გუშინ, “ღამის კურიერში” ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებასაც უპასუხა, სადაც “ქართული ოცნების” აღმსარულებელი მდივანმა განმარტა, რომ შანტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმს კონსტიტუციაც შეიცავს და უმრავლესობის ხელშია ერთპარტიულს დატოვებს, თუ არა პარლამენტს. რაზეც ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ არავის აქვს უფლება, მათი ნების საწინააღმდეგოდ შეიყვანოს ან არ შეიყვანოს პარლამენტში ვინმე. 

“ჩვენი პარტიის პოზიცია ურყევია, ჩვენ ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს და არ გვინდა დავუშვათ ფაქტი, რომ არჩევნები ყალბდება. თუ ამას დავუშვებთ ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ყველაფერზე თვალს ვხუჭავთ და მხიარულად შევდივართ პარლამენტში, სადაც ოპოზიციას ყველანაირი ბერკეტი წაართვეს საპარლამენტო საქმიანობის დამახინჯებული რეგლამენტის მიღების შედეგად. რაც შეეხება მექანიზმს, რომ უმრავლესობა მაინც, ჩვენი ნების მიუხედავად, შეგვიყვანს პარლამენტში. ეს მტკნარი სიცრუე და კობახიძის მხრიდან არაკომპეტენტური გამოხატულებაა. არავის აქვს უფლება, ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ შეგვიყვანოს ან არ შეგვიყვანოს პარლამენტში,” – აცხადებს ირმა ინაშვილი. 

მსგავსი თემები