ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე გარდაიცვალა. როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, ეპისკოპოსს სხვა თანმხლებ დაავადებასთან ერთად “კოვიდ 19”-იც დაემატა, რაც ცუდი შედეგით დასრულდა.
როგორც დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გვითხრა, ეპისკოპოსი ლაზარე დილით გარდაიცვალა და სიმსივნური დაავადებაც აწუხებდა.