სვირში მამაკაცმა ინტერნეტის ანძები გადაწვა – მოტივად “დასხივებას” ასახელებს

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ სვირში ადგილობრივმა მამაკაცმა ინტერნეტის გადამცემ ე.წ. ანძა გადაწვა.

ტერიტორიაზე, სადაც ხანძარი გაჩნდა „სილქნეტის“ და „ბილაინის“ მოწყობილობები იყო განთავსებული.

როგორც მამაკაცი აღნიშნავს, ანძები მის სახლთან ახლოს მდებარეობდა და გამოსხივება ჰქონდა:

„ამბობდა, რომ მასხივებსო. არ ვიცით, რეალურად, რატომ გააკეთა. ახლა ინტერნეტი ცუდად მუშაობს“, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მომხდარის გამო მოსახლეობისთვის ინტერნეტის მიწოდება მინიმალურად შეიზღუდა, ადგილზე შესაბამისი ჯგუფები მუშაობენ და ხარვეზი მალე სრულად გამოსწორდება.

50 წლამდე მამაკაცი პოლიციამ დააკავა. შსს-ში აღნიშნეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.

მსგავსი თემები