“ელჩი ბაქრაძე ისეთი უტიფარი და ბრყვია, რომ სისულელეს ამბობს და საკუთარ თავს პატივს არ სცემს” – გიგა ბოკერია

“ბატონი ბაქრაძე ისეთი უტიფარი და ბრიყვია, რომ ასეთ სისულელეს ამბობს და საკუთარ თავს არ სცემს პატივს”,- ასე ეხმაურება “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია აშშ- ში საქართველოს ელჩის დავით ბაქრაძის განცხადებას, რომელიც ფილიპ რიკერისა და ოპოზიციის შეხვედრას ეხებოდა.

ბოკერიას თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან დამატებითი შეხვედრა სურდათ.

“ამ სისულელეზე სერიოზულ პასუხს ვერ გაგცემთ. ბატონი ბაქრაძე ისეთი უტიფარი და ბრიყვია, რომ ასეთ სისულელეს ამბობს და საკუთარ თავს არ სცემს პატივს. მათ უნდოდათ დამატებითი გასაუბრება საქართველოში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან, ამისთვის გაკეთდა ეს შეხვედრა. რაც მოხდა, იმისთვის იყო ეს შეხვედრა”,- განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, შეკითხვაზე, თუ რატომ გახდა აუცილებელი აშშ- ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის თბილისში დარჩენა მას შემდეგ, რაც თავად მაიკ პომპეომ ქვეყანა დატოვა, აშშ- ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ თავიდანვე განსაზღვრული იყო, თუ რამდენი ხნით რჩებოდა ფილიპ რიპერი საქართველოში.

“ის ახლდა სახელმწიფო მდივანს ევროპასა და ევრაზიაში, შემდგომ როცა ვიზიტი გაგრძელდა ახლო აღმოსავლეთში, ის უბრალოდ დარჩა და აქედან გაბრუნდა ვაშინგტონში. ამიტომ, ეს იყო განსაზღვრული, რომ ამ პერიოდით რჩებოდა”,- განაცხადა ბაქრაძემ.

მსგავსი თემები