ზუგდიდში ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა

ზუგდიდში, ხუბულავას ქუჩაზე ერთმანეთს სამი მსუბქუი ავტომობილი დაეჯახა, შედეგად, სამი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ორ მათგანს ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება. ერთ-ერთ პაციენტს კი ტვინის შერყევა აქვს.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მსგავსი თემები