მამუკა ახვლედიანს სასამართლოს თავმჯდომარეობა სურს

  •  

​თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანის სურვილია, უზენაესი სასამართლო თავად ჩაიბაროს. მან საქართველოს პრეზიდენტს მიმართა და ვაკანტურ პოზიციაზე საკუთარი კანდიდატურა უკვე შესთავაზა.

ყოფილი მოსამართლე პრეზიდენტს ღია წერილს უგზავნის, სადაც საუბარია სისტემაში არსებულ პრობლემებსა და მისი გადაჭრის გზებზე. წერილში დეტალურადაა აღწერილი, როგორი უნდა იყოს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა.

“სისტემა, სადაც შესაძლებელია, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გახდეს „ძალადობის მსხვერპლი“, სადაც ყველაზე მსხვილი საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, შესაძლებელია, საკუთარი პრინციპული პოზიციის დაცვის გამო თანამდებობიდან მოხსნით დაისაჯოს ყოველგვარი დასაბუთებისა და ნორმატიული პროცედურების გარეშე, ან სადაც ერთ-ერთ ყველაზე რეზონანსულ სასამართლო დავაზე სამივე ინსტანციის უცვლელი საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულება, შესაძლებელია, მომენტალურად შეჩერდეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით – ცალსახად არის დაინფიცირებული სისტემა, რომელიც საჭიროებს გაჯანსაღებას” – წერს ახვლედიანი პრეზიდენტს.

პრეზიდენტის პოზიციით, ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს არ წარადგენს. მიუხედავად არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკისა, გიორგი მარგველაშვილი ამ დრომდე პოზიციას არ ცვლის.

მსგავსი თემები