საქართველოს საპატრიარქო მაიკ პომპეოსა და ილია მეორის შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ილია მეორესა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეხვედრის შესახებ საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვიზიტი საქართველოს ეკლესიასა და აშშ-ს შორის ჩამოყალიბებული კეთილგანწყობის დადასტურებაა. 

“ითქვა, რომ საქართველო და საქართველოს ეკლესია ყოველთვის იყო შემწყნარებლური ტრადიციული რელიგიების მიმართ და რომ ეს დღესაც ასეა. ამდენად, რელიგიის თავისუფლების იდეა ჩვენთვის უცხო არ არის.

აღინიშნა საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციის აშშ-ში შარშანდელი სტუმრობის და ბ-ნ  სემუელ ბრაუნბეკთან შეხვედრის შესახებაც და ყურადღება გამახვილდა უშუალო ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე. ასევე, შეეხნენ ამერიკის კონგრესის მიერ ერთი წლის წინ მიღებულ ორპარტიულ დოკუმენტს, რომელსაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ მადლობა გადაუხადა სტუმარს აშშ-ის თანადგომისთვის და რთულ  პერიოდში ასეთი მნიშვნელოვანი ვიზიტის განხორციელებისთვის. ამასთან, გამოთქვა იმედი, რომ ეს შეხვედრა კიდევ უფრო ეფექტურს გახდის ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას,” – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

მსგავსი თემები