აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის და ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ფილიპ რიკერისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში” რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.

ცალკეული ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა შეხვედრის დაწყებამდე აღნიშნეს, რომ ისინი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან და არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრებენ.

შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

მსგავსი თემები