მმართველი გუნდი ოპოზიციას დებატებს ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში სთავაზობს

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი ოპოზიციას კლასიკურ დებატებს  ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის ეთერში სთავაზობს:

“ჩვენ ოპოზიციას ვთავაზობთ კლასიკურ დებატებს და არა შოუს. ჩვენ ვთავაზობთ მარტივ დებატებს კონკრეტულ ტელევიზიაში, გამომდინარე იქიდან, რომ პირველად ეს ინიციატივა გაჟღერდა კონკრეტულ ტელეკომპანიაში, ეს არის “რუსთავი2″. ჩვენ მზად ვართ მათ მივანიჭოთ ეს, ერთგვარი ექსკლუზივი, დებატების ორგანიზებასთან დაკავშირებით. შეგვიძლია დავსხდეთ კონკრეტულ ტელევიზიაში და მშვიდ გარემოში ერთად გავცვალოთ არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად იყო რაიმე არსებითი ხარვეზი გამოვლენილი ამ არჩევნებში. თუ მათ არ აქვთ შიში სიმართლის მიმართ, ისინი უნდა დათანხმდნენ კლასიკურ დებატებს და ესაა ჩვენი შეთავაზება,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები