ოპოზიციური ლიდერები მაიკ პომპეოს წარმომადგენლებს დღეს შეხვდებიან

დღეს, „შერატონ მეტეხი პალასში“ ოპოზიციური პარტიის ლიდერებისა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ფილიპ რიკერის შეხვდება გაიმართება. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ყოფილი პრეზიედნტი მიხეილ სააკაშვილი ავრცელებს.

„მივესალმები, რომ ჩაინიშნა გაუთვალისწინებელი შეხვედრა სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან – ფილიპ რიკერთან, რომელიც ყველაზე მაღალი დონის დიპლომატია ევროპის და გარშემო დიდ რეგიონში აშშ მხრიდან, რომელიც კონკრეტულად აღჭურვილია უფლებამოსილებით ეს საკითხები გადაწყვიტოს. შეხვედრა არ იყო გათვალისწინებული ოპოზიციასთან, არ იყო პროტოკოლში, რაც რა თქმა უნდა, ჩემი აზრით არ იყო სწორი – ახლა ის ჩაინიშნა. ეს ძალიან მრავლისმეტყველი ფაქტია, ოპოზიციის წარმომადგენლების ერთიანობაზე და სიმტკიცეზეა უკვე ყველაფერი დამოკიდებული“, – აცხადებს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველო უკვე დატოვა. მის განრიგში ოპოზიციასთან შეხვედრა გათვალისწინებული არ ყოფილა.    

რიკერთან შეხვედრა დაახლოებით ერთ საათში დაიწყება. ის მაიკ პომპეოს დელეგაციის წევრი იყო, თუმცა, ქვეყანა არ დაუტოვებია.

მსგავსი თემები