“მაიკ პომპეომ და ილია მეორემ განიხილეს საქართველოს მნიშვნელოვანი როლი მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების მხარდაჭერის კუთხით” – საელჩო

საქართველოში აშშ-ის საელჩო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„სახელმწიფო მდივანი პომპეო სიამოვნებით შეხვდა მის უწმინდესობას, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ ილია მეორეს. შეხვედრისას სახელმწიფო მდივანმა და მისმა უწმინდესობამ განიხილეს საქართველოს მნიშვნელოვანი როლი მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების მხარდაჭერის კუთხით“, – ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.

ილია მეორისა და მაიკ პომპეოს შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დღეს დილით საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა, მოგვიანებით მთავრობის ადმინისტრაციაში მაიკ პომპეოს შეხვედრა გამართა გიორგი გახარიასა და დავით ზალკალიანთან. მაიკ პომპეო დღესვე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს ორდღიანი ვიზიტით გუშინ ეწვია. მაიკ პომპეო საქართველოში ვიზიტს დღეს დაასრულებს და ისრაელში გაემგზავრება.

მსგავსი თემები