„გაყალბებულია” – პლაკატები თბილისში და ოპოზიციის გზავნილი მაიკ პომპეოს

თბილისის ცენტრალური ქუჩები აჭრელებულია პლაკატებით შემდეგი წარწერით: „გაყალბებულია“. ოპოზიცის ნაწილი, სწორედ ამ გზით ცდილობს გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით ხმა საერთაშორისო მედიას და მათ შორის, სახელმწიფო მდივანს მიაწვდინოს. ამ ეტაპზე, რუსთაველის გამზირზე მოძრაობაც შეზღუდულია.

აქცია 11:00 საათზე დაიწყო. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეები ერთ მეტრიანი დაშორებით გადგნენ, ფეხქვეშ „სტიკერები“ დაიფინეს და ასე გამოხატავენ პროტესტს.   

აქციის მონაწილეები, ფილარმონიიდან ოპერის თეატრამდე ცოცხალ ჯაჭვს აკეთებენ და ბიძინა ივანიშვილისა და ვლადიმერ პუტინის გამოსახულებით „სტიკერებს“ აკრავენ. ასევე, „მშვიდობის ხიდთან“ მათ უზარმაზარი პლაკატი გადმოფინეს შემდეგი ინგლისურენოვანი წარწერით: „არჩევნები გააყალბა რუსმა ოლიგარქმა“.

მსგავსი თემები