სახელმწიფო მდივანი თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზეც ისაუბრებს

აშშ-ის საელჩოს განცხადებით, ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საპარლამენტო არჩევნების საკითხსაც შეეხება, რადგან თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ამერიკისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული თემაა.    

„სიხარულით მივესალმებით სახელმწიფო მდივან პომპეოს ულამაზეს ქალაქ თბილისში. სახელმწიფო მდივანი აქ იმყოფება იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გაუსვას ხაზი შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე, ჩვენი საერთო ღირებულებების, თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი ერთგულებას.

სახელმწიფო მდივანი პომპეო განიხილავს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის საჭირო ძალისხმევას და ყურადღებას გაამახვილებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე“, – ვკითხულობთ საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი თემები