“პუტინს საქართველოში შეჭრა შერჩა” – ბარაკ ობამა

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა თავის მემუარებში რუსეთ – საქართველოს ომს იხსენებს.

“პუტინს საქართველოში შეჭრა შერჩა” – ასე ეხმაურება აშშ-ის 44-ე პრეზიდენტი ბარაკ ობამა აგვისტოს ომის ქრონიკას.

მემუარებში, სახელწოდებით “აღთქმული მიწა”, ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინს ჩიკაგოს მაფიის ბოსს ადარებს. დიმიტრი მედვედევზე კი წერს, რომ მას რეალური ძალაუფლება არასდროს ჰქონია.

768-გვერდიან წიგნში ბარაკ ობამა შეფასებას აძლევს პოლიტიკოსებს და სხვა ქვეყნების ლიდერებს, რომლებსაც თავისი პრეზიდენტობის 8 წლის განმავლობაში შეხვედრია.

ექვსი მილიონი ტირაჟით გამოსული და 19 ენაზე თარგმნილი “აღთქმული ქვეყანა”, ბარაკ ობამას პირველი მემუარებია მას შემდეგ, რაც ხელისუფლებას ჩამოშორდა.

მსგავსი თემები