აჭარის მთავრობის სახლთან, სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს

აჭარის მთავრობის სახლთან ხმაურია. დაპირისპირება მოძრაობა “არ დათმოს” წევრებსა და სამართალდამცავებს შორის მიმდინარებს. აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის შენობაზე სტიკერების “არ დათმოს” გაკვრას ცდილობენ, რის საშუალებასაც სამართალდამცავები არ აძლევენ. დაპირისპირებისას სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს. აქციაზე ერთი ადამიანი შეუძლოდ გახდა.

“თითოეულ ხმას დავიცავთ და მოგიწოდებთ, რომ არ დათმოთ. სტიკერების გაკვრას ვცდილობთ, რის საშუალებასაც არ გვაძლევენ. არ დავთმობთ ტერიტორიებს, ჩვენ ანტისაოკუპაციო მოძრაობა ვართ”,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქციაზე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებიც იმყოფებიან, რომლებსაც 24 საათიან პროტესტი აქვთ და მიმდებარე ტერიტორიაზე კარვები აქვთ გაშლილი.

მსგავსი თემები