კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში 1 202, აჭარაში – 469, 302 იმერეთში გამოვლინდა

“კორონავირუსის  3 117 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლინდა 1202, აჭარაში – 469, იმერეთში – 302,” – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებებზე ისაუბრა.

„დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 117 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე, ქვეყანაში გამოვლენილი „კოვიდ 19“-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს – 85 952-ს. რაც შეეხება გამოჯანმრთელების კუთხით არსებულ პოზიტიურ დინამიკას, როგორც ბოლო რამდენიმე დღის მონაცემებით, ასევე დღესაც გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა აჭარბებს ახალი დადასტურებული შემთხვევების რიცხვს. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 638 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 68 929-მდე.

ინფიცირების დღეს გამოვლენილი 3 117 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 202 შემთხვევა, აჭარაში – 469, იმერეთში – 302, ქვემო ქართლში – 259, შიდა ქართლში – 173, გურიაში – 61, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 355, კახეთში – 117, მცხეთა-მთიანეთში – 86, სამცხე-ჯავახეთში – 65, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 28,“ – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

მსგავსი თემები