“აშშ-ში კორონავირუსით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება, თუ დონალდ ტრამპი ხელისუფლების გადაცემის პროცესის გაჭიანურებას გააგრძელებს” – ჯო ბაიდენი

ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება, თუ დონალდ ტრამპი ხელისუფლების გადაცემის პროცესის გაჭიანურებას ისევ გააგრძელებს.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ჯო ბაიდენს ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ამ დრომდე არ აღიარებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაიდენსა და მისი გუნდის წევრებს წვდომა არ აქვთ დაზვერვისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე.

„თუ კოორდინაცია არ იქნება, უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება. თუ გეგმის მოსამზადებლად 20 იანვრამდე მოგვიწევს ლოდინი, გამოდის რომ თითქმის თვე-ნახევრით ჩამოვრჩებით. ასე რომ, ახლა კოორდინაცია ძალიან მნიშვნელოვანია“, – აცხადებს ჯო ბაიდენი.

მსგავსი თემები