“კოვიდ 19“-მა 12 წლის ბავშვი იმსხვერპლა

ჯანდაცვის სამინისტრო 12 წლია ბავშვის გარდაცვალების საქმეს კონტროლზე აიყვანს და შეისწავლის. აღნიშნული განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გააკეთა და აღნიშნა, რომ შემთხვევის მართვა ადეკვატური იყო.

საუბარია 12 წლის ბავშვზე, რომელიც „კოვიდ 19“-მა იმსხვერპლა. შემთხვევა კი ბათუმში მოხდა.  

„ძალიან სამწუხარო ფაქტია. შევისწავლით ამ შემთხვევას, საყურადღებოა და სამინისტრო შესაფერის რეაგირებას მოახდენს, იმ კლინიკასთან მიმართებაში, ვისთანაც იმართებოდა ეს შემთხვევა.  რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, შემთხვევის მართვა იყო სრულიად ადეკვატური. დანარჩენ სხვა ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო მოიძიებს”, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

როგორც ინფორმაცია ვრცელდება, ბავშვის მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, ის ბათუმიდან თბილისში გადმოჰყავდათ, თუმცა, გზაში გარდაიცვალა.

მსგავსი თემები