„ჩვენ არ ვაწყობთ სირცხვილის კორიდორებს“ – ოპოზიციური პარტიები პამპეოს ვიზიტისას პროტესტის გამოხატვაზე ვერ თანხმდებიან

პროტესტში მონაწილე ოპოზიციური პარტიების შეხვედრა დასრულებულია. მათი ნაწილი, ამერიკის სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტისას ე.წ. სირცხვილის კორიდერის“ მოწყობას ემხრობა, ნაწილი კი პროტესტს ემიჯნება.

როგორც გიორგი ვაშაძე აცხადებს, პროტესტი იგეგმება და ეს იქნება მშვიდობიანი აქცია: „ეს იქნება მდუმარე, მშვიდობიანი ღონისძიება პომპეოს ვიზიტის დროს.“

გიგა ბოკერია მსგავსი აქციის წინააღმდეგია და აცხადებს: „არ ვაპირებთ „სირცხვილის კორიდორებს“, არ ვიღებთ მონაწილეობას“.

აქციაში მონაწილეობას გეგმავს ნინო ბურჯანაძე: „ეს არ არის იმდენად „სირცხვილის კორიდორი“, რამდენადაც გამოფხიზლების კორიდორი“ – ფიქრობს ბურჯანაძე.

აქციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, გადაწყვეტილება არ მიუღიათ „ლეიბორისტებს“.    

„რიგითი ამომრჩეველი ამ გაყალბებისა და თავზე ლაფის დასხმის შემდეგ, საარჩევნო უბნისკენ არ უნდა წავიდეს, თუ არ ჩატარდა ხელახალი არჩევნები… უნდა რცხვენოდეს ყველას, ვინც ბიძინა ივანიშვილის დანაშაულებრივ ძალას ხაზავს. კორიდორების ნაწილზე გადაწყეტილება არ მიგვიღია“, – აცხადებს შალვა ნატელაშვილი.

რაც შეეხება „გირჩს“, არ აპირებენ, „კორიდორებში“ მონაწილეობას. „ჩვენი „გირჩი“ არ აწყობს სირცხვილის დერეფანს. რომელიმე პარტიას თუ უნდა გააკეთოს რამე მსგავსი, გააკეთოს“, – ასეთია ზურა ჯაფარიძის პოზიცია.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში 17-18 ნოემბერს იგეგმება. 

მსგავსი თემები