“პომპეოს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი როგორც საქართველოსთვის,  ასევე რეგიონისთვის” – მინისტრი  

„ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში არის კიდევ ერთი დასტური, რომ საქართველო ამერიკის ყველაზე ახლო მოკავშირეა“ – აცხადებს საგარეო მინიტსტრი და ელოდება, რომ  საქართველო-ამერიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობა იმ დონეზე ავა, რა დონეზეც თავდაცვისა  და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა.

„ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი იქნება მაქსიმალურად გამოყენებული იმისთვის რომ კიდევ ერთხელ, განსაკუთრებული ხაზგასმა მოხდეს საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის;  კიდევ ერთი დადასტურება იქნება იმის, რომ საქართველო არის ამერიკის ყველაზე ახლო მოკავშირე და მთავარი დასაყრდენი რეგიონში.   დარწმუნებული ვარ, რომ ვიზიტის შედეგად ეს სტრატეგიული პარტნიორობა, თვისობრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადავა ყველა ძირითადი მიმართულებით,  თავდაცვის და უსაფრთხოების, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური განზომილების თვალსაზრისით და სხვა. ჩვენი სურვილია,  საქართველო-ამერიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობა ავიდეს იმ დონეზე , რა დონეზეც არის თავდაცვისა  და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა.  რა თქმა უნდა ეს ორი ძირითადი მიმართულება მნიშვნელოვანწილად გააძლიერებს ჩვენს მდგრადობას,  ჩვენს შესაძლებლობებს, გაუმკლავდეს იმ  გამოწვევებს, რომელიც არის შექმნილი რეგიონში,“ – განაცხადა დავით ზალკალიანმა. 

ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს 17-18 ნოემბერს ეწვევა.

მსგავსი თემები