“არჩევნებში მე გავიმარჯვე!” – დონალდ ტრამპი

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ 3 ნოემბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მან გაიმარჯვა.

“არჩევნები მე მოვიგე“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ “ტვიტერში“.

აღნიშნული პოსტის ქვეშ ადმინისტრაციას აღნიშნული აქვს, რომ „ოფიციალური წყაროები ამ არჩევნებს სხვაგვარად ეხმაურებიან.“

დონალდ ტრამპმა “ტვიტერის” მეშვეობით არჩევნებში დამარცხების შესახებ გუშინ პირველად განაცხადა, თუმცა განცხადებას თან ერთვოდა განმარტებაც, ტრამპმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ არჩევნები გააყალბეს, რის გამოც დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს ფედერალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ტრეი ტრენორმაც გააკეთა განცხადება, რომ 2020 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები უკანონოა საპრეზიდენტო არჩევნები უკანონოა.

მსგავსი თემები