„სამარცხვინო გადაწყვეტილება – დამტკიცდა შეთანხმებული მოქმედება პროკურატურასთან“ – ადვოკატი შაქარაშვილის საქმეზე

„ჩვენ ვაპირებთ გავასაჩივროთ ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილება არის სამარცხვინო“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული, არასრულწლოვანი გ.მ.-ს ადვოკატმა, როსტომ კერესელიძემ განაცხადა.

ადვოკატი განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, თუმცა მიაჩნია, რომ პრაქტიკიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი არაფერი არ შეიცვლება, მისივე ინფორმაციით, გ. მ – ს მიმართ საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომლის მიხედვითაც მას დანაშაული დაუმტკიცდება:

„პროკურატურა არ ედავებოდა შაქარაშვილის გარდაცვალებას.პირადად გიორგი მერებაშვილს არანაირ ქმედებაში არ მიუღია მონაწილეობა, ფაქტიურად არაფერი არ არსებობდა არცერთი მტკიცებულება, ან ჯგუფურ ქმედებაში, ან რამე სხვა სახის ინციდენტში.

გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში, მაგრამ არ მგონია ამან რამე შეცვალოს. ის არ აღიარებდა ბრალდებას და აცხადებდა, რომ არანაირი ძალადობრივი ქმედება არ განუხორციელებია და შემთხვევით დარჩა იმ აგარაკზე, შემდეგ კი წამოვიდა ფეხით.

გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში, თუმცა პრაქტიკიდან გამომდინარე ვიცით, რომ ამ დროს არაფერი არ იცვლება,“ – განაცხადა როსტომ კერესელიძემ  „მედიაცენტრ მთავარში.“

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ექვსივე არასრულწლოვანს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს. მათ  ჯგუფური ქმედების ორგანიზებასა და ძალადობაში ედებათ ბრალი, რაც 6 – დან 9 – წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები