აზერბაიჯანში კორონავირუსის 2 259 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 21 ადამიანი

აზერბაიჯანში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსული ინფექცია 2 259 ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია, ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ს 21 ადამიანი ემსხვერპლა, 1 101 კი გამოჯანმრთელდა. ეპიდემიის დაწყების შემდეგ, აზერბაიჯანში კორონავირუსული ინფექციის 75 688 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 55 150 გამოჯანმრთელდა, 967 კი დაიღუპა. ამ დროისთვის აზერბაიჯანში 19 571 აქტიური შემთხვევაა.

მსგავსი თემები