„აუცილებლად დავასრულებთ “რუსულ ოცნებას“ – ხმაურიანი აქცია ბათუმში

ამ წუთებში, ბათუმში ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აწარის მთავრობის სახლთან ოპოზიცია და მათი მომხრეები, როგორც თავად ამბობენ, გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ.

მოთხოვნები უცვლელი და თბილისის აქციების იდენტურია, ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობიდან წასვლა და ახალი არჩევნები. 

“ეს არის სტანდარტული შემთხვევა, როცა საქართველოს ხელისუფალი საქართველოს მოქალაქეს ართმევს უმთავრესს, ხალხი გამოდის სიმართლის დასაცავად, რომ მისი დაკარგული ხმა მოიპოვოს,”- აცხადებს პარტია “ემსახურე საქართველოს” დამფუძნებელი, საარჩევნო ბლოკის “ენმ – ძალა ერთობაშია” წევრი მურმან დუმბაძე.

“ჩვენ დავიცავთ თითოეული მოქალაქის ხმას, ვიბრძოლებთ და აუცილებლად დავასრულებთ “რუსულ ოცნებას,”- აცხადებს გაერთიანება “იმოქმედეს” აქტივისტი ბექა მექვაბიშვილი.

მსგავსი თემები