როგორია ინფიცირების მაჩვენებელი რეგიონების მიხედვით?!

საქართველოში, ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან პირველ ადგილზე ისევ თბილისი რჩება, შემდეგ კი აჭარა მოდის.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის ინფორმაციით, რეგიონების მიხედვით, ინფიცირების შემტხვევები შემდეგია:    

დღეს გამოვლენილი 3 020 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 354 შემთხვევა, აჭარა – 410, იმერეთი – 398, ქვემო ქართლი – 198, შიდა ქართლი – 153, გურია – 60, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 248, კახეთი – 126, მცხეთა-მთიანეთი – 41, სამცხე-ჯავახეთი – 26, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.

მსგავსი თემები