დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 020 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 387 პირი.
პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 79 678-ს.
„გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეიბითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 387 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 62 061-მდე“ – ვკითხულობთ ინფორმაციაში, რომელსაც „მედიაცენტრ მთავარს“ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბიდან აცნობეს.