„მიშა ჩამოდი,“ „მიშა გვჭირდები“ – ლოზუნგი ოპოზიციის აქციაზე

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, აქციის მონაწილეებმა გამოფინეს პლაკატები შემდეგი წარწერით: „მიშა ჩამოდი,“ „ვითხოვთ მიშას“. როგორც „პროტესტანტები“ აცხადებენ, დაწყებული ბრძოლა მიშას გარეშე არ ვერ დასრულდება.

რაც შეეხება ოპოზიციური პარტიის ლიდერებს, ნაწილი ამ ქმედებას დესტრუქციად მიიჩნევს, ნაწილი კი – პირიქით.

როგორც „ლელოს“ ლიდერი  მამუკა ხაზარაძე აცხადებს, ისინი აქციაზე ხმების დასაცავად არიან მისულები და არა ვიღაცის ჩამოსვლა-არჩამოსასვლელად.   

„ამ სიტუაციაში, „მიშა ჩამოდი“ არის დესტრუქციის შემოტანა, რომელიც ამ ქვეყანას არ სჭირდება. დღეს, ეს ნაბიჯი არის არასწორი და დესტრუქციული. ჩვენს ქვეყანას სჭირდება ახალი არჩევნები წყნარ სიტუაციაში. გვჭირდება ახალი ცესკო და ახალი ეტაპის დაწყება და არანაირი რევოლუციური სცენარი. არც ბლოკირებას და არც სხვა რევოლუციურ სცენარს ჩვენ მხარს არ დავუჭერთ, ეს გამორიცხულია. ეს მათი პარტიის გადასაწყვეტია. ჩვენ აქ მოსულები ვართ ხმების დასაცავად და არა ვიღაცის ჩამოსვლა-არჩამოასვლელად“ – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა განცხადება, სადაც ის ოპოზიციას მოუწოდებს, გააკეთოს რამე და იმოქმედს იმისთვის, რომ ჩამოვიდეს.  

მსგავსი თემები