ოპოზიცური პარტიები და მხარდამჭერები პარლამენტთან აქციისთვის ემზადებიან

ოპოზიცური პარტიები და მხარდამჭერები პარლამენტთან აქციისთვის ემზადებიან

ამ წუთებში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხალხმრავლობაა. ოპოზიციური პარტიის ლიდერები და მათი მხარდამჭერები საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან, რომელიც 15:00-საათზე უნდა დაიწყოს.

მიმდებარე ტერიტორიებზე მობილიზებულია რეგიონებიდან ჩამოსული მხარდამჭერები, რომლებიც აქციაზე რამდენიმე წუთში გამოჩნდებიან. რუსთაველის გამზირი ამ წუთებში გადაკეტილია. საქართველოს დროშებითა და ტრანსფარატებით აღჭურვილი მხარდამჭერები, პარლამენტის შენობას უკვე უახლოვდებიან.    

ყველა პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც არჩევნების შედეგს აპროტესტებს, აქციაზე საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად მივა.

ოპოზიციის მოთხოვნაა ცესკოს თავმჯდომარის გადადგომა,  საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი წესით დაკომპლექტებას, ვადამდელი არჩევნების ჩატარებას და რამდენიმე პოლიტპატიმრის გათავისუფლება.

მსგავსი თემები