„ეს გვინდა მშვიდობიანად, ჩუმად, ერთ ადგილზე დგომით“ – რას გეგმავს ოპოზიცია მეორე ტურზე?!

თუ არჩვენების მეორე ტურამდე მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შერის შეთანხმება ვერ შედგა, 9 ოპოზიციური სუბიექტი 21 ნოემბრის არჩევნებს სხვადასხვა ფორმით გააპროტესტებს. ზოგი რადიკალურ გზას – საარჩევნო უბნების ბლოკირებას ირჩევს, ზოგი კი დუმილის გზას.

როგორც „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია მედიაცენტრმთავართან“ აცხადებს, მათი არჩცევანი ჩუმი პროტესტია.   

„პროტესტის სხვადასხვა იდეა არსებობს.  ჩვენ გვაქვს მშვიდობიანი აქციის იდეა, თუ მეორე ტურისთვის შეთანხმება ვერ შედგა. ეს იქნება მშვიდობიანი აქცია დისტანციის დაცვით. ჩუმად, ადამიანები ქალაქის ქუჩებში გამოვლენ, ჩუმად დადგებიან და უყურებენ საკუთარ თანამოქალაქეებს რომლებიც  არჩევნებზე მიდიან და „ქართულ ოცნებას“ არჩევნებს „უპრავებენ“. თუ მეორე ტურზე ოპოზიცია არ გადის, ჩვეულებრივად, ხელისუფლებას მიჰყავს ხალხი ადამიანებისთვის მოპარული არჩევნების „გასაპრავებლად“. ჩვენ ეს გვინდა მშვიდობიანად, ჩუმად, ერთ ადგილზე დგომით და არჩევნებზე მიმავალი ადამიანების თვალებში ყურებით გავაპროტესტოთ“ – განუცხადა იაგო ხვიჩიამ მედიაცენტრმთავართან“.

შეგახსენებთ, რომ არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს იმართება. ამერიკის საელჩოს ინიციატივით კი ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებები დაიწყო. თუ 21 ნოემბრამდე შეთანხმება ვერ შედგა, ოპოზიცია მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს.       

მსგავსი თემები