პოლიციამ ბათუმში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა, დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული ზ.დ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, ნაცნობს
– ბელარუსის რესპუბლიკის მოქალაქეს – 1971 წელს დაბადებულ ტ.ჩ.-ს, ქალაქ
ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე მისსავე დროებით საცხოვრებელ ბინაში,
ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა
და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მიყენებული ჭრილობების შედეგად, ტ.ჩ. ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით
მიმდინარეობს,”- აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი თემები