ფიზიკური დაპირისპირება ფეხბურთის ფედერაციასთან

ფეხბურთის ფედერაციასთან ფიზიკური დაპირისპირება გრძელდება. შეხლა-შემოხლის მიზეზი გუშინ საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის  საფეხბურთო მატჩი გახდა, სადაც გულშემატკივრებს დასწრების საშუალება არ მისცეს, ხოლო  მმართველი გუნდის წარმომადგნლები „ლიჟაში“ იყვნენ წარმოდგენილები.

აქტივისტები საპროტესტოდ სწორედ ფედერაციასთან შეიკრიბნენ და ფედერაციის შენობასი ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმის“ შეგზავნას აპრებდნენ. აღნიშნულს ფედერაციის მხრიდან გაოხმაურება მოჰყვა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებასი გადაიზარდა და ერთ-ერთ აქტივისტს თავიც კი გაუტეხეს.

ადგილზე სამართალდამცველებიც იმყოფებია, რომლებიც ვითარების განმუხტვას ცდილობენ.

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა, რითაც  ჩრდილოეთ მაკედონიამ ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

მსგავსი თემები