“ჭირვეულის მორჯულების პირველი ეტაპი დაიწყო”- გიგი უგულავა ხელისუფლებასთან დიალოგის შესახებ

“ჭირვეულის მორჯულების პირველი ეტაპი” – ასე უწოდა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ხელისუფლებასთან დიალოგის დაწყებას, რომლის ფარგლებშიც პირველი შეხვედრა გუშინ, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ჩატარდა.

გიგი უგულავას პროგნოზის გაკეთება უჭირს, თუმცა იმედოვნებს, რომ ხელისუფლება, საბოლოო ჯამში, კომპრომისზე წავა. 

“გუშინ საზოგადოებამ ნახა, რომ ჭირვეულის მორჯულების პირველი ეტაპი დაიწყო. მე ვანგა არ ვარ ვიწინასწარმეტყველო ივანიშვილის ქცევა, მაგრამ ჩვენ, საზოგადოებამ, შარშან, გადაგდების შემდეგ, ვნახეთ ზუსტად ასე ჭირვეულობდა, იქცეოდა ველურად, იჭერდა ხალხს, არბევდა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მაინც მოუწია მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა და კომპრომისის გამონახვას საკუთარ ხალხთან. არანაირი წინაპირობა არ ყოფილა და ვერც იქნება, არ მგონია, რომ ხელისუფლება იყოს იმ მდგომარეობაში, რომ წინაპირობას კარნახობდეს,”- განაცხადა გიგი უგულავამ.

მსგავსი თემები