“მადლობას ვუხდი კელი დეგნანსა და კარლ ჰარცელს პოლიტიკური დიალოგის მხარდაჭერისთვის” – არჩილ თალაკვაძე

“პოლიტიკური დიალოგი დაიწყო, იმედი მაქვს, ის ხელს შეუწყობს პოლიტიკურ სტაბილურობას, რომელიც ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებშია,” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.

„მადლობა ჩვენს თანამოქალაქეებს – პანდემიის მიუხედავად ორ მილიონამდე ადამიანმა ხმა მისცა საქართველოს წინსვლას, მშვიდობას და სტაბილურობას. უფლება არ გვაქვს, ეჭვქვეშ დავაყენოთ მათი არჩევანი!

მადლობას ვუხდი ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-ის ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს და ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს დიალოგის მხარდაჭერისთვის! #არჩევნები2020“, – წერს არჩილ თალაკვაძე „ფეისბუქში“

მსგავსი თემები