„ქვეყნის დანგრევა-არ დანგრევა გადის იმაზე, რომ შემოვიდნენ პარლამენტში და ბიუჯეტის განხილვაში მიიღონ მონაწილეობა“, –  მინისტრი

„ბიუჯეტის ხათრით მაინც უნდა შედიოდეს პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა პარლამენტში“ – აცხადებს ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი. მისივე შეფასებით, „ქვეყნის დანგრევა-არ დანგრევის“ საკითხი პარლამენტში შესვლასა და ბიუჯეტის განხილვაში მონაწილეობაზე გადის.

„მგონია, ბიუჯეტის ხათრით მაინც უნდა შედიოდეს პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა პარლამენტში. ბიუჯეტი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი დოკუმენტია, რომელსაც პარლამენტი წლის განმავლობაში განიხილავს. მისი აქტუალობა დღეს ისეთი მაღალია, ამ პანდემიისა და კრიზის პერიოდში, როგორც არასდროს. თუ, ღმერთმა დაიფაროს და ბიუჯეტის მიღება არ ხდება ხოლმე, ავტომატური მოდელი ერთვება, არ არის ეს კარგი. ამ შემთხვევაში, კიდევ უფრო იძენს ბიუჯეტი მნიშვნელობას, იმიტომ, რომ ამ ბიუჯეტზე და 2021 წლისთვის ამ სწორ განაწილებაზე, ბევრი რამ არის დამოკიდებული, პრაქტიკულად ადამიანების სიცოცხლიდან დაწყებული, ეს ეხება ბევრის არსებობასა და ყოფას“, – განაცხადა მინისტრმა.  

მისივე თქმით პარლამენტში შესვლა სწორედ ქვეყნის დანგრევა-არდანგრევის ტოლფასია.

„არასდროს ისე მნიშვნელოვანი არ ყოფილა ბიუჯეტის საპარლამენტო განხილვები და მისი დამტკიცება, ლეგიტიმაცია, როგორც ახლა და როცა ამბობენ, რომ ჩვენ ქვეყანას ხომ არ დავანგრევთ და მათ შორის ოპოზიციიდან ისმის, პირველ რიგში, ქვეყნის დანგრევა-არ დანგრევა გადის იმაზე, რომ შემოვიდნენ პარლამენტში და ბიუჯეტის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა“, – აღნიშნა მინისტრმა.

მსგავსი თემები