ბოლო 24 საათში 33 ინფიცირებული გარდაიცვალა

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის –  ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობით ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას.  ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 358 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 52 169-მდე.

რაც შეეხება გარდაცვლილებს, მისივე თქმით, სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 33 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 11, აჭარაში – 11, იმერეთში – 7, ქვემო ქართლში – 1, გურიაში -1, ხოლო მცხეთა-მთიანეთში – 2 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 599 გარდაცვალების შემთხვევა.

მსგავსი თემები