„ერთხელ და სამუდამოდ, დავამთავროთ ქუჩაში დგომა, კარვების დაცემა და ასე შემდეგ“ – გიგლა ბარამიძე

„დემოკრატიული მოძრაობის“ სიის მეორე ნომერი, გიგლა ბარამიძე ბარამიძე არ უარყოფს, რომ ოპოზიციურ გაერთიანებაში არიან სუბიექტები, რომლებსაც პარლამენტში შესვლა სურთ. ამ საკითხზე, ბარამიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.  

„სრულიად ბუნებრივია და არც გამოვრიცხავ რომ არიან პარტიები, რომლებსაც აქვთ პარლამენტის მანდატი და უნდათ შესვლა, არ უნდათ ქუჩაში დგომა და პროტესტი, სტრესი, ენერგიის ხარჯვა, ბრძოლა და ასე შემდეგ. შეიძლება, შინაგანად უნდათ პარლამენტში შესვლა, თუმცა, ამ ეტაპზე, ამ ეტაპისთვის ჩვენ ერთიანობას ვინარჩუნებთ“ – განაცხადა გოგლა ბარამიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.  

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, მერე ტურში მონაწილეობა არ განიხილება.

„ამ ეტაპზე, მეორე ტურს არ განვიხილავთ. მთავარია  ხელახალი არჩევნები. ეს არის ამოსავალი. მეორე ტური შეიძლება განიხილო, თუმცა, რთულია, თავიდან უნდა გადაითვალონ ხმები“ – განაცხადა გიგლა ბარამიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.  

რაც შეეხება პარლამენტში შესვლა-არშესვლას, ბარამიძის განცხადებით, ისინი ყოველთვის საპარლამენტო ცხოვრებას უჭერდნენ მხარს.  

„არის მცდელობა ხელისუფლების მხრიდან, რომ ერთიანობა დაშალოს. არის მცდელობა ცალ-ცალკე მოლაპარაკებების, რომ ერთიანობას გამოაცალონ გარკვეული პოლიტიკური ძალები ან ლიდერები. ქუჩაში დგომა, გაწუწვა თუ მოწამვლა ვის სჭირდება… ჩვენ ყოველთვის მომხრე ვიყავით საპარლამენტო ცხოვრების. ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დავამთავროთ ქუჩაში დგომა, შიმშილობა, კარვების დაცემა და ასე შემდეგ“ – განაცხადა ბარამიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“    

მსგავსი თემები