“ერევანისა და ბაქოს თხოვნის საფუძველზე, საქართველომ რუსი სამშვიდობოებისთვის საჰაერო დერეფანი გახსნა” – ზურაბ აბაშიძე

“ერევანისა და ბაქოს თხოვნის საფუძველზე საქართველომ რუსი სამშვიდობოებისთვის საჰაერო დერეფანი გახსნა,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ – მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ გამოცემა „ეხო კავკაზას“ განუცხადა.

„რაც შეეხება საქართველოს მონაწილეობას სამშვიდობო კონტინგენტის ლოგისტიკური (მხარდაჭერის) საკითხში, ამ პროცესში გადაწყვეტილება მიიღება სამშვიდობო კონფიგურაციის საფუძველზე, ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით. ამ ეტაპზე საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, როგორც სომხური, ასევე აზერბაიჯანული მხარეების თხოვნით, მოხდება რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის ნაწილის, გამონაკლისის სახით, გადაყვანა დაპირისპირების ზონაში საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით, წინასწარ შეთანხმებულ და შეზღუდულ ვადებში. ამის შესახებ ინფორმირებულები არიან ჩვენი პარტნიორები “, – განაცხადა აბაშიძემ.

მსგავსი თემები