„გვინდა, ქალაქის პარალიზება მოვახდინოთ“ – მაიკლ პომპეოს საქართველოში ვიზიტი

რატომ ჩამოდის აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო და შესაძლებელია თუ არა, მისი ჩამოსვლის შემდეგ, მმართველი გუნდი და ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან შეხვდნენ – ამ თემაზე „მედიაცენტრ მთავარში“ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი იმედი აქვს, რომ პომპეოს ვიზიტი პოლიტიკურ პროცესებზე დადებითად იმოქმედებს.    

„მაიკლ პომპეოს საქართველოში ჩამოსვლა, ჩემი აზრით, ორ რამეს უკავშირდება. პრინციპულად უკავშირდება სამხრეთ კავკასიაში შექმნილ მძიმე მდგომარეობას აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტს და მე0რე, საქართველო ამ კონფლიქტში არის ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონალური მოთამაშე, რომელშიც კატასტროფა ხდება. ამ კატასტროფას რა მოჰყვება რეგიონში, ძალიან მნშვნელოვანია და ეს პირდაპირ ამერიკული ინტერესია“ – განაცხადა მეგრელიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში“.  

„გირჩი“ არ გამორიცხავს, რომ პომპეოს ჩარევით ოპოზიცია და ხელისუფლება დიალოგის მაგიდასთან შეიკრიბონ.

„ჩემი აზრით, საბოლოო შედეგი უნდა იყოს ეს. შედეგი უნდა იყოს ის, რომ პროცესი გადავიდეს ნორმალურ პოლიტიკურ ჭრილში. ჩვენ გვინდა, არატრადიციული პროტესტის მოწყობა ქალაქში. გვინდა, მთელი ქალაქის პარალიზება მოვახდინოთ მეორე ტურის დროს, თუ მანამდე რაიმე აზრიანზე ვერ შევთანხმდებით. იმ დღეს ყველაზე შესაბამისი დღეა მთავარი მუხტისთვის, როცა, ოპოზიციამ, სიგიჟე უნდა გააპროტესტოს.  იქნებ, აქამდე არც მიგვიყვანოს პომპეოს ინტერესმაც და ჩვენი მეგობრების ინტერესებმაც და დარწმუნებული ვარ, ისინი ბევრ რამეს გააკეთებენ, რომ 21-ში ამ აქციის მოწყობა არ მოგვიწიოს მთელ ოპოზოიციას“ – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა „მედიაცენტრ მთვარში.“     

მსგავსი თემები