„ამათი დედაც… შევიდეთ პარლამენტში და დავახიოთ თავზე….“

პოლიტიკური მოძრაობა გირჩის ერთ-ერთი ლიდერი და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით პარლამენტში მოხვედრილი სიის წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რო პარლამენტში შესვლით პრობლემას ვერ ხედავს. როგორც მან „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, თუ ოპოზიციის ერთიანობა დაირღვევა, ბრძოლას აზრი არ ექნება და არაფერი გამოვა.    

„მთავარი ახლა ის არის, რომ ჩვენ ვართ ერთად და ერთიანობას ვინარჩუნებთ. როგორც კი ეს ერთიანობა დასრულდება, ჩვენ არ გვექნება არანაირი ინსტრუმენტი და ვერავინ ვერასდროს დაამტკიცებს, რომ ჩვენ გვქონდა ერთიანი განცდა. გრიგოლ ვაშაძის განცხადებამ ნამდვილად აჟიოტაჟი გამოიწვია. ჩვენ რომ ერთად გადაგვეწყვიტა, ამათი დედაც…. შევიდეთ პარლამენტში და დავახიოთ თავზე იმ პარლამენტში, ეგ სხვა საკითხია. „გირჩი“ ქუჩაში ვართ 5 წელია. პარლამენტშიც არ ვყოფილვართ არასდროს და რა საშუალებაც გვაქვს, იმით ვიბრძოდით. ვერანაირ პრობლემას პარლამენტში შესვლით ვერ ვხედავ. პრობლემას ვხედავ იმაში რომ ოპოზიცია იყოს ერთიანი“ – განაცხადა მეგრელიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

მისივე თქმით, გრიგოლ ვაშაძის განცხადება ოპოზიციის ერთიანობა ანგრევს.

„ნაციონალური მოძრაობა“ დიდი პარტიაა და შეიძლება, იქ აღმოჩნდეს ადამიანები, რომლებიც იტყვიან რომ ვაშაძე მართალია. მე არ მომწონს პროცესი, როცა დისკომუნიკაცია ჩანს. უნდა ვისაუბროთ ერთიანი პოზიციით. ვაშაძის გუშინდელი განცხადება ანგრევს ჩვენს მთავარ მონაპოვარს -ერთობას. თუ დაშლილები ვიქნებით, ამ ბრძოლას არანაირი შინაარსი არ ექნება. თუ უმსხვილესი ოპოზიციური პარტია, „ნაციონალური მოძრაობის“ სახით სხვა ჭკუაზე იქნება, ხომ გასაგებია, რომ ოპოზიცია ერთიანი ვერ იქნება“ – განაცხადა მეგრელიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.       

მსგავსი თემები