ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში ხმაური იყო

ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში ხმაური იყო. ოლქმა მიიღო განკარგულება სამი უბნის შემაჯამებელი ოქმების შესწორების შესახებ, კერძოდ, უბნებში მისული ამორჩევლების გრაფაში შეიტანა შესწორება.

სხდომა დაახლოებით 5 წუთში დასრულდა. პროცესი ოპოზიციის დამკვირვებლებმა გააპროტესტეს. მათი განცხადებით, ჩასწორება მოხდა არა საჩივრების საფუძველზე, არამედ მმართველი გუნდის წარმომადგენლების სურვილის მიხედვით.

საოლქო კომისიის იურისტის, ზვიად სურმანიძის შეფასებით კი, აჟიოტაჟი უსაფუძვლოდ შეიქმნა, რადგან ოქმებში ტექნიკური ხარვეზი გასწორდა.

„ოთხი ბიულეტენი ჰქონდა ბათუმელ ამომრჩეველს, შესაბამისად, დაიწერა 4 შემაჯამებელი ოქმი. სამ უბანზე აღმოჩნდა ისე, რომ ამომრჩევლების რაოდენობა ერთმანეთისგან განსხვავდებოდა, საუბარია ორ ან სამ ადამიანზე. ეს ტექნიკური ხარვეზი გავასწორეთ, რასაც არ სჭირდება ბევრი დრო“, – აცხადებს ზვიად სურმანიძე.

სხდომის პარალელურად შენობასთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

მსგავსი თემები