“მიხეილ სააკაშვილი იმ ქართველ პოლიციელებს ემუქრება, რომლებიც შუბლს ტყვიას უშვერენ და გინებას ითმენენ” – მამუკა მდინარაძე

“მიხეილ სააკაშვილს ძალიან ზედმეტი მოსდის, ემუქრება პოლიციას, საჯარო მოხელეს, ქართველ პოლიციელს, რომელიც არის გმირი და ყოველდღე შუბლს ტყვიას უშვერს, რომელიც სიფრთხილით ეკიდება ნებისმიერ თემას და გმირულად ითმენს ბევრ რამეს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ნახეთ, რისი მოთმენა უწევს ქართველ პოლიციას, როდესაც აგინებენ, ეს გასათვალისწინებელი კონტექსტია, ამ დროს სააკაშვილი გამოდის და ისეთ უხამს პროვოკაციას მიმართავს ამ ადამიანების მიმართ, არც მინდა გავიმეორო. ეს არ გაუვა მას. მას თავისი თანაგუნდელებიც არ ეთანხმებიან და დიდი ბზარი გაჩნდა ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მიხეილ სააკაშვილმა სამართალდამცველებს დოქსოპულოები უწოდა და განაცხადა, რომ „ამ კოსმონავტებს და დოქსოპულოებს დედა ჰყავთ პრინციპში. ყველას სახელი და გვარი ვიცით, ყველას მისამართს უნდა მივაკითხოთ, მივაკითხოთ ყველას ცალ-ცალკე, უნდა დავღალოთ, გავთანგოთ, გამოვფიტოთ“.

მსგავსი თემები